Monthly Archives: August 2016

ჭა და წყარო

ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ ჩნდება მიწიქვეშა წყლები, ამიტომ მინდა დღეს მე ამის შესახებ ვისაუბრო. 🙂 წვიმის დროს მოსული წყალი მღვრიე ნაკადებად მიედინება, ნაწილი კი მიწაში ჩაიჟონება. როცა წვიმა გადაიღებს, ხმელეთის ჩაღრმავებულ ადგილებში გუბეები ჩნდება. გაივლის მცირე დრო და გუბეები … Continue reading

Posted in ზღვა და ხმელეთის წყლები | Leave a comment

მთის და ვაკის მდინარე

საქართველოში თითქმის ყველა მდინარე მთაში იღებს სათავეს, შემდეგ კი ვაკეზე მიედინება. მდინარეს, რომელიც მთაში იღებს სათავეს, მთის მდინარე ჰქვია. მისი კალაპოტი ვიწრო, ოღრო-ჩოღრო, ქვიანი და ძლიერ დაქანებულია. ამიტომ წყალი სწრაფად მიედინება, დიდი ძალით ეხეთქება ნაპირებს, კალაპოტში ჩაყრილ ქვასა და ღორღს, … Continue reading

Posted in ზღვა და ხმელეთის წყლები | Leave a comment

მდინარე

ხმელეთის წყალი ზოგან ერთ ადგილზე დგას, ზოგან კი მიედინება. წყალს, რომელიც თავისივე გაკვალულ ღარში მუდმივად მიედინება, მდინარე ეწოდება. თავიდან მდინარე პატარა ნაკადულია და წყაროს, წვიმის ან თოვლის ნადნობი წყლით საზრდოობს. ნაკადულს გზაზე მეორე ნაკადული უერთდება, შემდეგ მესამე და ასე წარმოიქმნება … Continue reading

Posted in ზღვა და ხმელეთის წყლები | Leave a comment

ზღვა

გლობუსზე, რომელზედაც მთელი დედამიწაა გამოსახული, ცისფერი ჭარბობს. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ დედამიწაზე წყალი უფრო მეტია, ვიდრე ხმელეთი. მაგრამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ხმელეთის ფართობი 58 ათასი კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. აღნიშნული განცხადება ნიდერლანდების დელტარესის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს. გარკვეული ტერიტორიების ხელოვნური დაშრობა … Continue reading

Posted in ზღვა და ხმელეთის წყლები | Leave a comment

მთა და ქედი

საქართველო მთაგოიანი ქვეყანაა. ძნელად მოიძებნება ისეთი ადგილი, საიდანაც მთა არ მოჩანს. მთების დანახვა, ალბათ იმ ადგილიდანაც შეიძლება, სადაც თქვენ ცხოვრობთ. მთას ბორცვის ფორმა აქვს და მისგან სიმაღლით განსხვავდება. ზოგი მთა დაბალია, ზოგიც – საშუალო, ზოგიც – ძალიან მაღალი. დაბალი მთაც … Continue reading

Posted in ხმელეთის ზედაპირი | Leave a comment

ბზა – გადაშენების პირას

28 აპრილის ბზობის დღესასწაულისთვის ბზის ტოტების დამზადებას უკვე აქედანვე იწყებენ. ბზა „წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეებიდან ერთ-ერთია. მიუხედავად ამისა, ყოველ დღესასწაულზე ეს მცენარე ათასობით იჩეხება. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ბზა შესაძლოა მალე გადაშენდეს. ბზა ენდემური მცენარეა. ის ძალიან ნელა იზრდება. დღეს ბზის … Continue reading

Posted in წითელი წიგნი | Leave a comment

ვაკე და ბორცვი

ხმელეთი ყველგან ერთნაირი არ არის. ხმელეთის მოსწორებულ ზედაპირს ვაკე ეწოდება. იგი მაგიდასავით ბრტყელი როდია, მას მეტნაკლებად უსწორმასწორო ზედაპირი აქვს.ზოგი ვაკე ტყიანია, ზოგი კი ბუჩქნარითაა დაფარული. ვაკეზე ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაყვანილია გზები, გვხვდება ხეხილის ბაღები, ვენახები, ხორბლისა და სიმინდის ყანები … Continue reading

Posted in ხმელეთის ზედაპირი | Leave a comment

რუკა

ვფიქრობ, რომ სანამ ბუნების დაცვაზე დაიწყებ ფიქრს მანამდე ჯერ ის უნდა შეისწავლო. ამიტომაც მინდა თქვენთან ერთად შევისწავლო ბუნება. მიმოიხედე ირგვლივ – დედამიწის ზედაპირი ყველგან სწორი არ არის: ზოგან მაღალია, ზოგან ჩადაბლებული, მდინარეები მიედინებიან, მუდმივი თოვლი დევს მთის მწვერვალებზე, ფერდობები კი … Continue reading

Posted in ბუნების შესწავლა | 1 Comment