ფუტკარი და ჭიანჭველა

honey-2%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-futkari-beebienenwesen-arbeiten-oekonomischფუტკარი სასარგებლო მწერია, თაფლს იძლევა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება მისი შხამიც. დიდი გამოყენება აქვს სანთელს, რომელსაც წმინდა სანთელს ეძახიან, ეკლესიაში და სახლში ლოცვის დროს წმინდანებს უნთებენ.

1462293599_111ფუტკრები დიდ ოჯახად ცხოვრობენ. მათი სახლია სკა; ოჯახს დედა ფუტკარი ,,მართავს’’, თაფლს კი მუშა ფუტკრები ამზადებენ. ისინი ყვავილიდან ყვავილზე ფრენენ, ნექტარი მოაქვთ და ფიჭაში აგროვებენ.

ფუტკარი ტყეშიც გვხვდება და ხის ფუღუროში ამზადებს ფიჭას და თაფლს აგროვებენ. დათვს ძალიან უყვარს თაფლი და ფუღუროს ხშირი სტუმარია. ხშირად ფუტკრებისგან დაკბენილი უთაფლოდ რჩება.

ქართული ფუტკარი განთქმულია, ამიტომ ჩვენი ქვეყნის გარეთაც კი მოაშენეს.

39404771efb2ფუტკრის ნაკბენი მტკივნეულია. ფუტკრის გუნდმა შეიძლება ადამიანი სასიკვდილოდ დაკბინოს.

ჭიანჭველაც სასარგებლო მწერია. იგი მავნებელ მწერებს ანადგურებს. ტყის ჭიანჭველა ტყეს იცავს, იგი უფრო ბევრ მატლს და მწერს ანადგურებს, ვიდრე ტყის დიდი წივწივა და ჭრელი კოდალა.

waukitxet-patarebs-wianwvelebiჭიანჭველები ბუდეებს აკეთებენ და ფუტკრებივით დიდ ოჯახად ცხოვრობენ.
თუ სეირნობისას ჭიანჭველის ბუდეს დაინახავ, ნუ დაანგრევ. გახსოვდეს, რომ იგი სასარგებლო მწერია.

About daicavibunebasite

მოგესალმებით მე ვარ ილია მაღრაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩემი ბლოგის ნომინაციაა ბუნების დამცველი
This entry was posted in ცხოველთა სამყარო. Bookmark the permalink.

2 Responses to ფუტკარი და ჭიანჭველა

  1. teonasblog says:

    dzalian saintereso temebi gaaqvs (Y) (Y)

    Liked by 1 person

Leave a comment