რუკა

ვფიქრობ, რომ სანამ ბუნების დაცვაზე დაიწყებ ფიქრს მანამდე ჯერ ის უნდა შეისწავლო. ამიტომაც მინდა თქვენთან ერთად შევისწავლო ბუნება.

13352msoffizikrukaმიმოიხედე ირგვლივ – დედამიწის ზედაპირი ყველგან სწორი არ არის: ზოგან მაღალია, ზოგან ჩადაბლებული, მდინარეები მიედინებიან, მუდმივი თოვლი დევს მთის მწვერვალებზე, ფერდობები კი ტყითაა დაფარული. კარგი იქნებოდა, საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი თვალით გენახა. მაგრამ არის გამოსავალი – რუკის დახმარებით შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეიქმნა ნებისმიერი ადგილის შესახებ. მართალია, გლობუსი დედამიწის მოდელია და ისიც დიდად გვეხმარება მაგრამ უხერხულობასაც გვიქმნის: უნდა ვატრიალოთ, რომ საჭირო ადგილები დავინახოთ. ამიტომაც შეადგინეს რუკა.

რუკა, ერთი შეხედვით, ნახაზს მოგვაგონებს, რომელზეც მთელი დედამიწა ან მისი ადგილები – ქვეყნები, დიდი ქალაქები, მდინარეები, ტბები, ზღვები და მთებია აღნიშნული. დედამიწა ან დედამიწის ის ადგილები, რომლებსაც მასზე გამოსახავენ, შემცირებულადაა წარმოდგენილი. რუკა ძალიან გვეხმარება ადგილმდებარეობის დადგენასა და გაცნობაში.
msoflio_ruka_13583რუკის წაკითხვა არც ისე ძნელია, თუ დაიმახსოვრებ, რომ მდინარეები, ტბები, ზღვები ლურჯი ფერითაა გამოსახული, დედამიწის ზედაპირი კი – მწვანედ, ღია ყავისფრად და ყავისფრად. წრეებით ქალაქები და სხვა დასახლებული პუნქტებია აღნიშნული. რაც უფრო დიდია ქალაქი მით უფრო დიდია წრე.

რუკას აქვს დართული პირობითი ნიშნები. თუ ისწავლი, რომელი მათგანი რას ნიშნავს, მას ადვილად წაიკითხავ.

 

About daicavibunebasite

მოგესალმებით მე ვარ ილია მაღრაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე. ჩემი ბლოგის ნომინაციაა ბუნების დამცველი
This entry was posted in ბუნების შესწავლა. Bookmark the permalink.

1 Response to რუკა

Leave a comment